Sunday, October 12, 2014

მოდული 1

ნაბიჯი 1: გაცნობა
ნაბიჯი 2: ინტელის ძირითადი კურსის გაცნობა:როგორ შეიძლება ტექნოლოგიების ყველაზე ეფექტური გამოყენება სწავლების პროცესის ხელშეწყობისთვის და მოსწავლეთა სწავლის შესაფასებლად? განიხილავთ იდეებს ტექნოლოგიების სასწავლო პროცესში ჩართვასა და გამოყენებასთან დაკავშირებით, შეიმუშავებთ გაკვეთილებს იმ მასალაზე დაყრდნობით, რომელსაც ასწავლით, ან რომელიც გსურთ, რომ ასწავლოთ მომავალში.
კურსის განმავლობაში გამოიყენებთ მრავალ ტექნოლოგიურ რესურსსა და ინსტრუმენტს, რომელიც თქვენი პორტფოლიოს შექმნასა და სწავლა-სწავლების პროცესის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ:
ნაბიჯი 3:ინტერნეტში ელექტრონული სახელმძღვანელოს (tpdc.ge/essentials) მოძებნა და გაცნობა.
ნაბიჯი 4:საქაღალდის შექმნა: გავხსენით 6 საქაღალდე(კურსის რესურსები, მოსწავლის ნიმუში, სასწავლო პროექტის გეგმა, სასწავლო პროექტის დამხმარე, სურათები-აუდიო-ვიდეო, შეფასებები) ელექტრონული სახელმძღვანელოს რესურსებიდან გადმოვიწერეთ შემდეგი დოკუმენტები: 

  • სასწავლო პროექტის გეგმა
  • პორტფოლიოს ჩეკლისტი
  • პორტფოლიოს რუბრიკა
  • პროექტის მახასიათებლების ჩეკლისტი
  • 21-ე საუკუნის უნარჩვევები
ნაბიჯი 5:ბლოგის შექმნა blogspot.com-ზე
გავხსენით blogspot.com და ავირჩიეთ ახალი ბლოგი. ჩავწერეთ სათაური: პროექტებით სწავლება", ავირჩიეთ შაბლონი და შევინახეთ.
ნაბიჯი 6:ბუკლეტის გამზადება
ინტერნეტსახელმძღვანელოდან გადმოვიწერეთ ბუკლეტის შაბლონი და ერთერთი მზა ბუკლეტის ნიმუში. ინტერნრტიდან გადმოვიწერეთ შესაფერისი სურათები. შევინახეთ რესურსებში. მათი დახმარებით თავად გავამზადეთ პროექტებით სწავლების ბუკლეტი.

No comments:

Post a Comment