Monday, November 3, 2014

მოდული 8

google drive-ში დავათვალიერეთ ჩვენი საქაღალდე, შევუცვალეთ სახელი , შევამოწმეთ, რამდენად სრულყოფილად იყო შევსებული. მასში უნდა იყოს ექვსი საქაღალდე: 1. კურსის რესურსები, 2. მოსწავლის ნიმუში, 3. სასწავლო პროექტის გეგმა, 4. სასწავლო პროექტის დამხმარე, 5. სურათები აუდიო-ვიდეო, 6. შეფასების რუბრიკები.
 შემდეგ ვიმუშავეთ ბლოგზე, აქ გამოვაქვეყნეთ პროექტის საქაღალდე ბმულით, გაჯეტებში დავამატეთ გამოკითხვა, შევავსეთ მოდული-8.

Saturday, November 1, 2014

მოდული 7

მოდული-7-ის რესურსებში ფასილიტაციაში ან პროექტების რესურსებში ვნახეთ დამხმარე კითხვები, მითითებები, გეგმები, რომლებიც მოსწავლეებს დაეხმარება პროექტის მომზადებაში. მათი საშულლებით მოსწავლეთა დასახმარებლად შევქმენი ცხრილი, სადაც აღწერილია იმ სამუშაოების თანმიმდევრობა, რომლებიც უნდა განახორციელონ მათ. ასევე ინტერნეტში მოვიძიე ფილმი, რომელიც გაუღვივებთ  ინტერესს მოცემული საკითხის მიმართ: